თქვენი რესურსი ამოწურულია, ივანიშვილო-ეს განცხადება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.გივი თარგამაძემ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და რამდენიმე დღის წინ ზუგდიდსა და ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა. მან ხელისუფლება ზეწოლაში კიდევ ერთხელ დაადანაშუალა. თარგამაძემ ასევე ილაპარაკა 21 მარტს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს შიში აქციის გამართვასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას ასე უპასუხა: "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა."თარგამაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ექსპრემიერ ივანიშვილსაც მიმართა.
"სიცრუის ტვინებში ჩადებისთვის ივანიშვილმა მოიფიქრა გადაცემის გაკეთება, ნახეთ მისი რეიტინგი, თქვენი რესურსი ამოწურულია, ივანიშვილო, ამ გადაცემას არავინ უყურებს," - მიმართა მან ექსპრემეირს პარლამენტის ტრიბუნიდან.