მილიონნახევარი ავეჯისთვის და მილიონი სანათებისთვის - ათონელის რეზიდენციის ხერჯები

მილიონნახევარი ავეჯისთვის და მილიონი სანათებისთვის - ათონელის რეზიდენციის ხერჯები

ათონელის რეზიდენციის ავეჯისთვის მილიოონახევარი დაიხარჯა. ინფორმაცია ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა მიაწოდა. მისივე თქმით, მხოლოდ სანათებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

"ჩვენ ასეთი ინფორმაციებს საიდუმლო გრიფს არ ვადებთ. როდესაც ათონელის რეზიდენციას ავხსენით გრიფი, შემდეგი ინფორმაცია აღმოჩნდა: 1 დივანი - 23 000 ლარად იყო შესყიდული, ასევე 1 დივანი - 20 000 ლარად, საწოლი – 14 000 ლარად, ასევე სამი საწოლი დამატებით რაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, სავარძელი - 14 000 ლარად, სანათები – 37 000 ლარად, ერთი სანათი – 34 000 ლარად და ა.შ. ჯამში ათონელის რეზიდენციისთვის მილიონ ნახევარ ლარზე მეტი იყო დახარჯული ავეჯისთვის. მხოლოდ სანათებზე მილიონ ლარზე მეტი იყო დახარჯული", - განაცხადა ცქიტიშვილმა.