კრემლში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ

კრემლში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ

რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას კრემლში მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

"ამ დოკუმენტის ქვეშ ხელმოწერას რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები ტოვებენ. პრეზიდენტების ხელმოწერას არავითარი კომენტარი არ ესაჭიროება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება დღეს, 25 წლის ვადით ფორმდება. მსგავს შეთანხმებას ოკუპირებულ აფხაზეთთან გასული წლის ნოემბერში მოეწერა ხელი.