პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის, ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან აგრესიული ნაბიჯი და იურიდიული ძალის არმქონე ხელშეკრულება.
„ეს არის არარა ხელშეკრულება, ბათილი ხელშეკრულება, იურიდიული ძალის არმქონე ხელშეკრულება და ამ თვალსაზრისით, ყველაფერი ნათელია, ამაზე შეთანხმებულია ცივილიზებული მსოფლიო. ამასობაში, ეს არის აგრესიული ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. ამაზეც არაერთხელ განვაცხადეთ“,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარემ.