საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ირმა ნადირაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეძენილ რბილ ავეჯზე ისაუბრა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინა. გია ვოლსკი აცხადებს, რომ რბილი ავეჯის თემას იმაზე მეტუ ყურადღება ეთმობა, ვიდრე ეს საჭიროა:
"მე მგონია, რომ ამ რბილი ავეჯის თემას განსაკუთრებით დიდი და გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა ვიდრე იმ სტრატეგიულ გეგმებს, ხედვებს, რომელზეც საუბარი იყო ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების და მაჩვენებლების შემდეგომი ამაღლების თაობაზე." განაცხადა გია ვოლსკიმ თემის კომემტირებისას.