დონეცკში დღეს დილით აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, ადგილობრივებმა აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 11 საათზე გაიგონეს. თუმცა, კონკრეტულად თუ რა აფეთქდა, ჯერჯერობით უცნობია.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობით, აფეთქება ქალაქ მაკეევკაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება სავარაუდოდ მიკრორაიონ ტექსტილშიკის ტერიტორიაზე, პეტროვსკის ხიდთან ახლოს მოხდა.
მათივე ცნობით, დაზიანდა ახლოს მდებარე მრავალსართულიანი შენობა. დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.