სერბეთის პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა, რომლებიც სრებრენიცას ტრაგედიის დროს 1 000-ზე მეტი მუსლიმის დახოცვაში არიან ბრალდებულები.
"ბიბისის" ცნობით, დაკავებული შვიდი ადამიანი არის პირველი ნაკადი იმ ბრალდებულებისა, რომლებიც 1995 წელს მომხდარი ხოცვა-ჟლეტის საქმესთან კავშირის გამო სამართალდამცველებმა აიყვანეს. საგამოძიებო ორგანოების ცნობით, დაკავებულები პირდაპირ არიან დაკავშირებულები სრებრენიცას ტრაგედიასთან.
1995 წელს ბოსნიელმა სერბებმა გენერალ რადკო მლადიჩის ბრძანებით, მუსლიმანების ქალაქ სრებრენიცაში 8 000-მდე მუსლიმანი მამაკაცი დახოცეს. 20 წლის წინ მომხდარ ხოცვა-ჟლეტის შემთხვევას ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე სისხლიან ტრაგედიას უწოდებენ.