მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის დაგეგმილი ე.წ. სამეკავშირეო შეთანხმების გაფორმების ფონზე, "თავისუფალი დემოკრატები" აბაშიძე-კარასინის ფორმატის მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებენ.
„არ ვიცით, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში, ეს ფორმატი აუცილებლად შესანარჩუნებელია. პარალელურად რუსეთის აგრესიული და ოკუპანტური პოლიტიკა გრძელდება. მე აქ გაცილებით მეტი კითხვა მექნებოდა აბაშიძე-კარასინის ფორმატთან, რადგან ჩემთვის გაუგებარია ეს ფორმატი რით ეხმარება საქართველოს პოლიტიკას“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.