სამწუხაროდ, მსოფლიო დგას განსაცდელის წინაშე და აგრესორს ვერ აოკებენ

სამწუხაროდ, მსოფლიო დგას განსაცდელის წინაშე და აგრესორს ვერ აოკებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოცემულ ვითარებაში ყველაზე ეფექტური გზა საერთაშორისო თანამეგობრობის არაღიარების პოლიტიკაა.

„მოსკოვის დაბომბვის საშუალება ჩვენ არ გვაქვს და არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი გზა, რომც გვქონოდა ამის შესაძლებლობა. საერთაშორისო თანამეგობრობის არაღიარების პოლიტიკა არის ჯერჯერობით ყველაზე ეფექტიანი გზა. არავინ არ აღიარებს ამ ხელშეკრულებას. სამწუხაროდ, მსოფლიო დგას განსაცდელის წინაშე და ვერ აოკებენ აგრესორს", - აცხადებს ბერძენიშვილი.