„ეს ხელშეკრულება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტია“

„ეს ხელშეკრულება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტია“

საქართველოს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გმობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ქართული მხარე არნიშნულ ხელშეკრულებას განიხილავს როგორც ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

„ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი,  ასევე ყველა საერთაშორისო ვალდებულების აღიარების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამასთან, ჩვენ მას განვიხილავთ როგორც ანექსიისკენ მიმართულ ქმედებას, ამის თაობაზე საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა თავისი პარტნიორებისგან. ის ფაქტი, რომ ამ ხელშეკრულებას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა და ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს და პრინციპებს. ამის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას, მთელ დემოკრატიულ საზოგადოებას ერთიანი მკაფიო პოზიცია აქვს, ჩვენ მათთან ვმუშაობთ ამ კონკრეტულ და ყველა კონკრეტულ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციასთან“,-განაცხადა ბერუჩაშვილმა

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს უნდა მოეწეროს.  ე.წ. შეთანხმებას ხელს მოაწერენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი.

ე.წ. „ხელშეკრულების“  პროექტი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში. ასევე, ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტის თანახმად,  რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და ძალოვანი სტურუქტურები უნდა გაერთიანდეს.

შეთანხმება 25 წლის ვადით, შემდგომ პერიოდებში მისი გაგრძელების შესაძლებლობით ფორმდება.