გიგა ბოკერია პროკურატურის მიერ პატრულსა და ნასვამ მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ბოკერიას შეფასებით პროკურატურის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავებულები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პროკურორის სატელეფონო ზარის შემდეგ გაუშვეს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არის საზოგადოების დაცინვა:
"ეს განცხადება არის მორიგი დაცინვა საზოგადოების, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვნახეთ, ფირზე აღბეჭდილია, როგორ იქცევიან ეს მოქალაქეები და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ამ ფირზე დაყრდნობით, რომ ისინი დანაშაულს ჩადიოდნენ და პოლიციას მართლაც შეურაცხყოფას აყენებდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ, როგორც მინიმუმ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ვნახეთ შემთხვევა როდესაც კანონდამრღვევი მძღოლის გაჩერებისთვის, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა დასაჯეს პოლიციელი. ეს არის მიზანმიმართული განადგურება სახელმწიფო ინსტიტუტების და პოლიციის და სწორედ ამის შედეგია ის რაც ხდება ქვეყანაში". აცხადებს გიგა ბოკერია.