სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონში, ხუთშაბათს, 12:00 საათზე გარდაცვლილი მიტროპოლიტის, ელისეს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, ხუთშაბათს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში მიბრძანდება, სადაც ნიკორწმინდელი მიტროპოლიტის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
მსახურების დასრულების შემდეგ გარდაცვლილი მიტროპოლიტის ცხედარს გადაასვენებენ რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძარში, სადაც შაბათამდე იქნება დასვენებული, შემდეგ კი მიტროპოლიტს გადაასვენებენ შქმერში და მის მიერ აშენებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაკრძალავენ.
დღეს პანაშვიდი სიონის ტაძარში შესრულდება.