ქუთაისში 32 წლის მამაკაცს ეძებენ

ქუთაისში 32 წლის მამაკაცს ეძებენ

ქუთაისში 32 წლის მამაკაცს ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრების განცხადებით, 32 წლის დიტო დათუაძე სახლიდან 20 თებერვალს გავიდა და ამის შემდეგ მის შესახებ არაფერია ცნობილი
როგორც დაკარგულის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ახალგაზრდას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სახლიდან რამოდენიმეჯერ გაუჩინარდა. თუმცა ამჯერად დიტო დათუაძეს უკვე რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ეძებენ.

ოჯახის წევრების თქმით, მათ უკვე მიმართეს პოლიციას დახმარებისთვის, თუმცა დაკარგული მამაკაცის პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.