ქუთაისის მახლობლად მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისის მახლობლად მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისის მახლობლად, ბროწეულას რკინიგზის სადგურთან ახლოს გუშინ მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მათივე ცნობით, დაღუპული შუა ხნის მამაკაცია. რა ვითარებაში მოხდა უბედური შემთხვევა და როგორ აღმოჩნდა მამაკაცი სარკინიგზო ლიანდაგთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, დეტალები გამოძიების შედეგად დადგინდება.