რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. 

"შეხვედრის დროს პრეზიდენტები ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს" , - წერს კრემლის ვებგვერდი. 
პუტინის ადმინისტრაციის ცნობით, დღესვე იგეგმება ცხინვალსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ შეთანხმების გაფორმებაც. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია 11 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა, იგი გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. 

უცხოური მედია ხელმოწერის გადადებას ვლადიმერ პუტინის გაუჩინარებას უკავშირებს. რუსეთის პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე ერთი კვირაა არ გამოჩენილა.