გიორგი მარგველაშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო

გიორგი მარგველაშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ქალაქ ყარსში ჰეიდარ ალიევის სახელობის სკოლა-ლიცეუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ლიდერებმა საკლასო ოთახები დაათვალიერეს. გიორგი მარგველაშვილმა კულტურულ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებში სახელმწიფოს მეთაურებმა სკოლა-ლიცეუმის ეზოში ხეებიც დარგეს.