ვიქტორ დოლიძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს

ვიქტორ დოლიძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს

ვიქტორ დოლიძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის მოვალეობას 2015 წლის 19 მარტიდან შეასრულებს.

ბიუროს წევრებმა მეოთხე პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, მიმოიხილეს 16 მარტის კომიტეტის სხდომებზე დამტკიცებული, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული რეზოლუციების პროექტები და პლენარულ სხდომაზე მათ წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები. მათ იმსჯელეს ასამბლეის და მისი კომიტეტების რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, 2015-2016 წლების საქმიანობის კალენდარზე და პლენარული სხდომის ხმის დამთვლელი კომისია დაამტკიცეს.

გადაწყდა, რომ ბიუროს წევრები პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისათვის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გზავნილის ტექსტზე და შეთანხმდებიან საბოლოო ვერსიაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ევრონესტის მეოთხე პლენარული სხდომა დღეს გაიხსენა და მუშაობას 18 მარტს დაასრულებს, სადაც კომიტეტების სხდომებზე განხილულ რეზოლუციებს დაამტკიცებენ.