ალასანია:   ნატოსგან მომავალ კვირას მე მეტ ინფორმაციას მივიღებ და შესაბამის განცხადებას გავაკეთებ

ალასანია: ნატოსგან მომავალ კვირას მე მეტ ინფორმაციას მივიღებ და შესაბამის განცხადებას გავაკეთებ

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მთავარი საფრთხე ჩვენ ახლა გვაქვს უმოქმედობისგან. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე განუცხადა.

"ჩვენი გადაწყვეტილება უელსის სამიტზე ერთობლივი მიღებული იყო, რომ იქნებოდა ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. აქედან გამომდინარე, მე მეტ ინფორმაციას მივიღებ ნატოსგან მომავალ კვირას და შესაბამის განცხადებას გავაკეთებ.

ერთადერთი რისკი, რომელიც აქ არის, არის ის რომ თუ ეს არ შესრულდა ის ექპანსიური აგრესია, რომელიც მოდის რუსეთის მხრიდან უშუალოდ და პირდაპირ გახდება ისევ საფრთხე საქართველოსთვის, როგორიც ეს იყო ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როგორც ეს მოხდა 2008 წელს. მთავარი საფრთხე ჩვენ გვაქვს ეხლა უმოქმედობისგან, რომ საქართველოში არ განხორციელდეს ის უსაფრთხოების პროექტები, რომლებიც დავგეგმეთ უელსის სამიტზე", - განაცხადა ალასანიამ.

საქართველოში ვიზიტით ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციის ვიზიტის მიზანი ნატო-საქრთველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივბი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებაა. შეფასების შედეგად ნატო-ს ექსპერტები კონკრეტულ მოთხოვნებს განსაზღვავენ და პროექტის წარმატებით განსახორციელებლად დეტალურ ღონისძიებებს გაწერენ.