აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრემიერ-მინისტრი, ბესლან ბუთბა გადადგა. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იტყობინება. "მე არ დამიწერია ფორმალური წერილი გადადგომასთან დაკავშირებით, მხოლოდ პრეზიდენტს შევატყობინე თანამდებობის დატოვების შესახებ, " - განაცხადა ბუთბამ. კითხვაზე, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ბესლან ბუთბამ აღნიშნა, რომ ის ამ პოსტზე მუშაობის აზრს ვეღარ ხედავს.
მისივე თქმით, გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტმა მისი გადადგომის შესახებ ბრძანება უკვე გამოსცა.
54 წლის ბესლან ბუთბა დე ფაქტო პრემიერის პოსტს 2014 წლი სექტემბრიდან იკავებდა. გასული წლის მაისის მოვლენების შემდეგ, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბისა და ე.წ პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას გადადგომა მოჰყვა, ბუთბა ვიცე პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, მანამდე კი ის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი იყო.