არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობის“ ლობისტური საქმიანობიდან ვიგებთ, რომ ჯო უილსონს საქართველოზე ფიქრით ღამეები არ სძინავს, ღირებულებებზე გველაპარაკება და თურმე ეს ფულში გამოიხატება

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობის“ ლობისტური საქმიანობიდან ვიგებთ, რომ ჯო უილსონს საქართველოზე ფიქრით ღამეები არ სძინავს, ღირებულებებზე გველაპარაკება და თურმე ეს ფულში გამოიხატება

2023 წლიდან მოყოლებული გარედან მართული ადამიანები ამბობენ, რომ ფარაში“ მხოლოდ მტრული ორგანიზაციების რეგისტრირება ხდება, თუმცა რეგისტრირებულია ნაციონალური მოძრაობა“ და ისმის კითხვა, ნაციონალური მოძრაობა“ როდის გახდა ამერიკისთვის მტერი ორგანიზაცია? - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

დეპუტატის თქმით, აგენტურა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ყველაფერზეა წამსვლელი.

თავადვე ამტკიცებენ, რომ მატყუარები და ცრუპენტელები არიან. დადასტურებულია, რომ ნაცმოძრაობა“ ფულს იხდის, რათა კონკრეტული ლობისტები ჰყავდეს. ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარე ვიგებთ, თურმე ჯო უილსონს საქართველოზე ფიქრით ღამეები არ სძინავს. ღირებულებებზე გველაპარაკება და თურმე ღირებულებები ფასში და ფულში გამოიხატება. ეს არის აგენტურის ბედი და მოცემულობა, რომ ისინი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ყველაფერზე წამსვლელები არიან“, განაცხადა გორდულაძემ.