ირინა იმერლიშვილს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის სწრაფად გამოძიების იმედი აქვს

ირინა იმერლიშვილს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის სწრაფად გამოძიების იმედი აქვს

იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწრაფად გამოიძიებენ ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას, ამის შემდეგ კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და სამდივნო იმსჯელებს მასში მონაწილეების პასუხისმგებლობის საკითხზე, თუ ისინი არიან პარტიის წევრები", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

ამასთან, იმერლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარტიაში მისი ხელმძღვანელობის დროს მსგავსი შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი პოლიტიკური ძალიდან გარიცხეს.

"ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით პარტია "ქართულმა ოცნებამ" უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უსწრაფესად იქნეს გამოძიებული ეს ინციდენტი. მეც შევუერთდები ამ მიმართვას. როდესაც მე ვიყავი პარტიის ხელმძღვანელი, გახსოვთ, დაახლოებით ასეთი ინციდენტის შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, გარიცხული იქნენ პარტიის რიგებიდან. მე იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მომხდარს სწრაფად გამოიძიებენ და შემდეგ პოლიტსაბჭო და სამდივნო იმსჯელებს ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხზე, თუ ისინი არიან პარტიის წევრები", - აღნიშნა იმერლიშვილმა.