ხვალ ჯვრის თაყვანისცემის დღე აღინიშნება

ხვალ ჯვრის თაყვანისცემის დღე აღინიშნება

დიდმარხვის მესამე კვირიაკეს, ხვალ, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ჯვრის თაყვანისცემა დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება. იგი მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.

მომავალ შაბათს, 21 მარტს კი, მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი დღეა.

დიდმარხვის შემდეგი კვირა კი წმინდა იოანე კლემაქსის სახელწოდებით აღინიშნება, რომელმაც ადამიანის განწმენდისათვის და უფალთან მისასვლელად სულიერების კიბე აღწერა. მას სხვაგვარად კიბისაღმწერელსაც უწოდებენ.

დიდმარხვა წელს 23 მარტს დაიწყო და 12 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.