სერბეთში სამხედრო ვერტმფრენმა - "მი-17"-მა კატასტროფა განიცადა. "ბიბისის" ცნობით, ვერტმფრენით ბელგრადში ახალშობილი ავადმყოფი ბავშვი გადაჰყავდათ. ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ოთხი ეკიპაჟის წევრი, თავად ბავშვი და ორი ექიმი.
წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა. კატასტროფა სურჩინის რაიონში ბელგრადთან ახლოს მოხდა.
ვერტმფრენით 5 დღის ჩვილის დედაქალაქში გადაყვანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასწრაფო დახმარების მანქანა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა. კატასტროფის მიზეზები უცნობია.