ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შეხვედრას ესწრებიან ყველა რეგიონის გუბერნატორები, მუნიციპალიტეტის გამგებლები და ქალაქების მერები.

შეხვედრას ცენტრალური მთავრობის რამდენიმე წევრი ესწრება. მათ შორის- ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.