ნატო საქართველოში ვერ შემოვა.. ამას ჩვენი მეზობლები არ გვაპატიებენ

ნატო საქართველოში ვერ შემოვა.. ამას ჩვენი მეზობლები არ გვაპატიებენ

"ნატოზე ლაპარაკიც რომ ზედმეტია ეს კარგა ხანია ვიცით ყველამ, დიახ საქართველოს ნატოში მიღება უტოპიაა, ნატო ვერავის დაიცავს, ნატო ჩვენი დამცველი, რომ ყოფილიყო 2008 წელს და სხვა პერიოდებში გამოიჩენდა თავს. ნატოზე ლაპარაკი პოლიტიკური ინტრიგებია და მეტი არაფერი, არ გვიღებს კარს ეს ნატო და დაანებე თავი რა გინდა?!",-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ გაზეთ "საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში გააკეთა. მრეწველთა ლიდერის თქმით ნატოში საქართველოს შესვლა დიდ ეროვნულ ტრაგედიას გამოიწვევს და ამას ჩვენი მეზობლები არასდროს გვაპატიებენ "ცხადია, რომ ნატოს საქართველოში ჩვენი მეზობლები არ შემოუშვებენ და რა თქმა უნდა არც ნატო აპირებს ჩვენთვის ოდესმე კარის გაღებას, თუნდაც ავიღოთ ის ფაქტი, რომ ხან მაპი მოიგონეს, ხან რაღაც ახალი სახელწოდებები, ასპირანტიო და ა.შ ვითომ აპირებენ ნატოში ჩვენს მიღებას. დაკვირვებული თვალისთვის ეს ხომ ნათლად წარმოაჩენს სიტუაციას. რეალობა ასეთია: ნატოს საქართველოში ვერ შემოვა, თუ მაინც მოხდა სასწაული და შემოვიდა ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია იქნება, იმიტომ რომ ამას ჩვენი მეზობლები არ გვაპატიებენ, არც ჩრდილოელი მეზობელი და არც დანარჩენები",-განაცხადა გოგი თოფაძმ