„საქართველოში უცხოელი ინვესტორების უფლებების მასობრივი დარღვევა დაიწყო“ - აზერბაიჯანული მედია

„საქართველოში უცხოელი ინვესტორების უფლებების მასობრივი დარღვევა დაიწყო“ - აზერბაიჯანული მედია

„საქართველოში უცხოელი ინვესტორების უფლებების მასობრივი დარღვევა დაიწყო“ - ამ სკანდალური სატაურით აქვეყნებს აზერბაიჯანული საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო finecos/abc.az ინფორმაციას „ენერგო-პრო-ჯორჯიასა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის საგადასახადო დავის შესახებ.

სკანდალური ამ ინფორმაციაში არაფერი იქნებოდა, რომ არა აზერბაიჯანული ჟურნალისტების შემდეგი შესავალი:“ აზერბაიჯანის მოქალაქეებს და ბიზნესს, რომლებიც საქართველოს განიხილავენ, როგორც ხელსაყრელ ადგილს ინვესტიციებისთვის ურჩევნიათ ცოტათი გამოფხიზლდნენ: საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ინვესტორების უფლებების მასობრივი დარღვევა უკვე უქადის გადავიდეს ეს ყველაფერი დიდ ევროპულ სკანდალში.“-წერს სააგენტო. შემდეგ უკვე ავტორს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუბორი ზაორალეკის მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ცეხეთის საგარეო უწყება დაიცავს ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო“-ს ინტერესებს საქართველოში. „ სწორედ საგარეო უწყების მითითებით ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო სამსახურების ქმედებების გამო სულ მცირე 1 თვით პირველ აპრილამდე გადადო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების განხილვა.“- წერს აზერბაიჯანული სააგენტო და მათივე ინფორმაციით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერსიით საქართველოს ხელისუფლებამ „ენერგო-პროსთვის“, რომელიც საქართველოში 15 ელექტრო-სადგურს ფლობს დამატებითი საგადასახადო ჯარიმა - დაახლოებით 62 მილიონი დოლარი დაადგინა. თუმცა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა უსაფუძვლოა. „როგორც არ უნდა იყოს, თუ საქართველო მზად არის რამოდენიმე მილიონის გულისთვის ეჭვქვეშ დააყენოს ევროკავშირთან ასოცირება, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოთაგან ნახევრის მიერ რატიფიცირებულია - შესაძლებელია კი ასეთ სახელმწიფოში დარწმუნებული იყვნენ ინვესტორები?“- წერს აზერბაიჯანული გამოცემა.