ეკონომიკური ბლოკის მინისტრების მოსმენაზე, ზურაბ ტყემალაძემ პრემიერთან კონსულტაციები გამართა

ეკონომიკური ბლოკის მინისტრების მოსმენაზე, ზურაბ ტყემალაძემ პრემიერთან კონსულტაციები გამართა

მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრების მოსმენასთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები გამართა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ტყემალაძე ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის კანცელარიაში გუშინ შეხვდა. ტყემალაძე პირადად ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ "მთავრობის კანცელარიაში იმყოფებოდა, ოღონ სხვა საქმეზე".

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ფარგლებში, ხვალ მოუსმენენ - ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ასევე მიწვეულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.