პრემიერ-მინისტრის გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე შესაძლოა რამდენიმე რწმუნებულმა და გამგებელმა თანამდებობა დატოვოს. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ განცხადება, ჯერ კიდევ ორის დღის წინ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოადგილემ გააკეთა. ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, რეგიონებში გამოცხადებულ ტენდერებში, ერთი და იგივე კომპანიები იგებენ. მისივე თქმით "გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს" ჯავახიშვილმა ასავე განაცხადა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც ტენდერებში ვერ იმარჯვებენ აშინებენ და ტენდერებში მონაწილეობას საერთოდ ვერ იღებენ. სწორედ ჯავახიშვილის ამ განცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე გამგებელმა და გუბერნატორმა შესაძლოა პოსტი დატოვოს. ამავე პერიოდში გამოვიდა საყვედურით პრემიერ-მინისტრის ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით, რომ ისინი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ინფრასტრუქტურულ პროექტებში არ ხარჯავენ. გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა რეგიონებში გამგეობების საქმიანობის შესამოწმებლად შესაბამისი სტრუქტურები უკვე შესულები არიან. არაოფიციალურ ინფორმაციით, გამგეობების ნაწილში დარღვევები აღმოჩენილია, რომელიც არა მხოლოდ გამგებლობის გათავისუფლების, არამედ მათი გათავისუფლების მიზეზიც კი გახდეს.