საქართვლოს პრეზიდეტი დღეს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში უივალ ფუქსს შეხვდა.
შეხედრისას მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, ასევე გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, კერძოდ ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. გიორგი მარგველაშვილს უივალ ფუქსმა ისრაელის პეზიდენტის რეუვენ რივლინის ოფიციალური მოწვევა გადასცა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით იგი აუცილებლად ეწვევა ისრაელს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.