„ჩვენ უნდა გავუზიაროთ ჩვენი იდეები ევროკავშირს და მოვითხოვოთ მათი მხარდაჭერა რიგის სამიტზე“

„ჩვენ უნდა გავუზიაროთ ჩვენი იდეები ევროკავშირს და მოვითხოვოთ მათი მხარდაჭერა რიგის სამიტზე“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ოლენა ზერკალის განცხადებით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირს უნდა აჩვენონ, რომ ერთიანები არიან და საერთო მიზანი გააჩნიათ.

ამის შესახებ უკრაინელმა დიპლომატმა სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ, სამივე ქვეყანას, გვაქვს საერთო მიზანი და ვდგავართ საერთო გამოწვევების წინაშე. უნდა ვუჩვენოთ ევროკავშირს, რომ ვართ ერთიანი, გვაქვს საერთო მიზანი და მას მივსდევთ მეთოდურად. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, ჩვენი პოზიციები და რაც შეიძლება ხმამაღლა გავაჟღეროთ ის და ვიბრძოლოთ მისი რეალიზაციისთვის, ანუ გავუზიაროთ ჩვენი იდეები ევროკავშირს და მოვითხოვოთ მათი მხარდაჭერა რიგის სამიტზე. იმედი მაქვს, ჩვენი სახელმწიფოს ლიდერები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ მკაფიოდ. რიგის სამიტზე უნდა გამოიკვეთოს ჩვენი პერსპექტივები, პრიორიტეტები, რომელიც არამხოლდო აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით გაგვაჩნია, არამედ ევროგაერთიანების კუთხითაც“, - განაცხადა ოლენა ზერკალმა.