ჯანდაცვის უწყებამ საწვავის, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები შეამცირა

ჯანდაცვის უწყებამ საწვავის, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები შეამცირა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის ფარგლებში უწყებამ საწვავის ლიმიტები, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები შეამცირა.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, თანხის დაზოგვა ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება და არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტის შემცირება არ იგეგმება.

"ხაზი მინდა გავუსვა - მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს აქვს ქვეყანაში უმსხვილესი ბიუჯეტი, ეს ძირითადად სოციალური პროექტების არის. მაგალითად მილიარდ შვიდასი მიულიონი პენსიებში იხერჯება, ხოლო თითქმის - ნახევარი მილიარდი ჯანდაცვის პროექტებში. შესაბამისად ადმინისტრაციულ ხარჯებში ჩვენ დიდი რესურსი არ გვაქვს. ვფიქრობ, ის რაც უკვე გავაკეთეთ წელიწადში 100 000 ლარის ფარგლებში დაიზოგება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით უწყება ამ თანხას მაღალმთიანი რაიონებისთვის ახალი რეანომობილების შესაძენად გამოიყენებს.