დავით უსუფაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

დავით უსუფაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას გააკეთებს. დავით უსუფაშვილის ბრიფინგი 15:00 საათისთვის არის დანიშნული.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის 13 მარტს დანიშვნასთან დაკავშირებით განკარგულება გუშინ გამოსცა. ქვეყნის პირველ პირს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით საპარლამენტო უმცირესობამ, კერძოდ დეპუტატების ¼-მა მიმართა, რაც მარგველაშვილმა ამ შემთხვევაში გაითვალისწინა.

როგორც მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.