„დედაქალაქის ვიცე მერის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე ნინა ხატისკაცს შეცვლის" - ამ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ავრცელებს. აბესაძის შეფასებით, მერიაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების გაუგებარი პროცესი გრძელდება.
"ჩვენი ინფორმაციით, ნინო ხატისკაცის ადგილზე ირაკლი ლექვინაძე დაინიშნება", - აღნიშნა აბესაძემ.