ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასის ცალკეულ რეგიონებში "ტერორი სუფევს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მაშინ როდესაც უკრაინა მშვიდობიან, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს, ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი ტერორის გამო იტანჯება", - განაცხადა ნულანდმა.
ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დონბასში კონფლიქტის გამწვავებაში, რასაც ათასობით ადამიანი შეეწირა.
"დღეს ყირიმი არის ოკუპირებული, ხოლო ადამიანის უფლებების დარღვევა ნორმას წარმოადგენს და არა გამონაკლისს", - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა. ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტი არის ხელოვნურად შექმნილი და მას კრემლი აკონტროლებს.