რუსთავის და გარდაბნის მოსახლეობას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება

რუსთავის და გარდაბნის მოსახლეობას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება

11 მარტის 10:00 საათიდან  12 მარტის 18:00 საათამდე, რუსთავის და გადაბნის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა, 800 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობით არის გამოწვეული. ამავდროულად, „ხრამი-რუსთავის" მაგისტრალზე რიგი ტექნიკური, კომპლექსური სამუშაოები წარიმართება, კერძოდ, დამატებით, დამონტაჟდება  600 მმ-იანი ოთხი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, ასევე, ჩატარდება 14 „ვანტუზის", ანუ ჰაერგამშვები მექანიზმის სამონტაჟო სამუშაოები, ათი - რუსთავის, ხოლო ოთხი - გარდაბნის ტერიტორიაზე.

კომპანია „რუსთავის წყალი" შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს.