ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მან არ იცის რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული სხვა მინისტრებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
"მე პირადად, ამ დადგმულ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ", - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტის 12.00 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.