ვლადიმერ პუტინი ჰყვება, თუ როგორ მიიღეს ყირიმის შეერთების გადაწყვეტილება კრემლში

ვლადიმერ პუტინი ჰყვება, თუ როგორ მიიღეს ყირიმის შეერთების გადაწყვეტილება კრემლში

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჰყვება, თუ როგორ მიიღეს ყირიმის შეერთების გადაწყვეტილება კრემლის კედლებში. ამის შესახებ რუსეთის პირველ არხზე გასული დოკუმენტური ფილმის ანონსიდან ირკვევა.

კრემლის ლიდერი ასევე ამბობს, რომ ის მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რათა განეხილათ უკრაინის დამხობილი, მოსკოვის მხარდამჭერი პრეზიდენტის გადარჩენის გეგმები.

"ჩვენ დაახლოებით დილის შვიდ საათზე დავასრულეთ შეხვედრა. დისკუსიის დროს ჩემს კოლეგებს ვუთხარი: უნდა დავიწყოთ ყირიმის დაბრუნება", - განაცხადა პუტინმა.

დოკუმენტური ფილმი "ყირიმი: გზა სამშობლოსკენ" სრული სახით ეთერში მომდევნო დღეებში უნდა გავიდეს. ყირიმის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი გასული წლის 16 მარტს ჩატარდა. ნახევარკუნძულზე, რომელიც ძირითადად ეთნიკური რუსებითაა დასახლებული, რეფერენდუმზე მისულთა უმრავლესობამ რუსეთის შემადგელობაში შესვლას დაუჭირა მხარი. რამდენიმე დღეში კი ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა.