„უსარგებლო“ უწოდა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინელმა პოლიტოლოგმა მიხაილ პოგრებინსკიმ კიევში პრესკონფერენციის დროს, სადაც საუბარი იყო სახელმწიფო დაზღვევის სისტემაზე.
„დაზღვევასთან დაკავშირებით გადავხედე საქმეს. საქმე იმაში სულაც არ არის, რომ ჩვენს მინისტრს საერთოდ არაფერი გაეგება. როგორც მე პროფესიონალების კომენტარები მოვისმინე, ის სრულიად უსარგებლოა. დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ ჩვენთან საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ ამის ახლა გაკეთება, მაშინ, როდესაც ხალხს ფული არ აქვს პურის საყიდლად... ეს რას ნიშნავს?! ეს იმას ნიშნავს, რომ იმათ მოემსახურებიან, ვისაც სადაზღვევო შენატანი ექნება. ანუ ისინი ვერ შეძლებენ ამ თანხის შეტანას, ვინაიდან მათ ფული ბინისთვის სჭირდებათ და საჭმელად“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.