დავით უსუფაშვილმა აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების ოჯახებს მიუსამძიმრა

დავით უსუფაშვილმა აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების ოჯახებს მიუსამძიმრა.

როგორც უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხრომაზე აღნიშნა, მოხდა უბედური შემთხვევა, რასაც ქართველი კურსანტების სიცოცხლე შეეწირა.

მისივე თქმით, სათანადო სამუშაობეში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო, საკონსულო აშშ-ში და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიას ქართველი კურსანტები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ემსხვერპლნენ. ავარია შაბათს, გამთენიისას მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი - ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ.

ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა. იგი ჰოსპიტალშია მოთავსებული.