პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის ქუთაისის შენობის დახურვის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს ხარჯები საგრძნობლად შემცირდება.
„ხარჯების შესამცირებლად პარლამენტმა პირველი ის უნდა გააკეთოს, რომ ერთ შენობაში იფუნქციონიროს და არა ორ სხვადასხვა ქალაქში. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაზოგი. ძალიან, ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი“, - აცხადებს ეკა ბესელია.