ია მეტრეველი შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას, ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აკისრებს. მეტრეველის განმარტებით სწორედ მათი გატარებული პოლიტიკის საფუძველზე ჰქონდათ ოლიციელებს უსაზღვრო უფლებები "ამ ყველაფერში სააკაშვილია თავი და თავი. მან უთხრა პოლიციელებს, ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთო. 160 ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში. 10 წელი ვიბრძოდი, რომ ეს ჯალათები შემეჩერებინა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, თქვენს შვილებს რა ცოდვას უტოვებთ. ისეთი შვილი მომიკალით, აუცილებლად გადავა ეს ცოდვა თქვენს მოდგმაზე", - მიმართა მეტრეველმა ბრალდებულებს.