ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დაპირისპირებისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის დაკითხვის დროს , ია მეტრეველსა და საქმეზე ბრალდებულ გურამ დონაძეს შორის კამათი მოხდა.

კერძოდ, ია მეტრეველის დაკითხვისას გურამ დონაძემ დასვა კითხვა - "ქალბატონო ია, დაკითხვის დაწყებამდე თქვენ განაცხადეთ, რომ ოჯახი გაგინადგურთ და აღარ გყავთ. თუ შეიძლება გვითხარით, რას ნიშნავს ეს".

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის ამ კითხვას ია მეტრეველის ემოციური რეაქცია მოჰყვა და იგი შეუძლოდ გახდა.

ამის შემდეგ გურამ დონაძის მისამართით შეძახილები ისმოდა სასამართლო სხდომის დამსწრე პირებისგან.

მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება პროცესი შეეჩერებინა და 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.