თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერავინ უზრუნველყოფს!

თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერავინ უზრუნველყოფს!

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ საუბრობს და მას სესხების „უპრაგონოდ" გაცემაში ადამაშაულებს.

ჯავახიშვილის განცხადებას „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" აქვეყნებს.

„არჩევნებში გავიმარჯვეთ თუ არა, ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო.

90-იან წლებში ზუსტად იმავეს აკეთებდა ეროვნული ბანკი, „უპრაგონოდ", გაუზომავად იძლეოდა სესხებს. რაც შეეხება ფასებს, ნოდარ ხადურმა განაცხადა ამასწინათ, არ დავუშვებთ ფასების ზრდასო. თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერავინ დაიჭერს - ვერც ხადური და ვერც საქართველოში მცხოვრები ყველა ნოდარი ერთად", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.