მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 10 მარტიდან 12 მარტამდე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. მისივე თქმით, 13 მარტიდან ამინდი შეიცვლება და დროგამოშვებით იწვიმებს.
"ხვალ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 21 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთში 8-13 გრადუსი იქნება, ხოლო თბილისში ნისლიანი ამინდი და 10 გრადუსი ტემპერატურა დაფიქისრდება. 11 მარტს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 12-17 გრადუსი. 13 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.