საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპული ქართველი კურსანტების ოჯახებს მიუსამძიმრა.
როგორც თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი საქართველოსთვის.
"მათი შემართება, პროფესიონალიზმი ნამდვილად დააკლდა ჩვენს ქვეყანას. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა ვთქვა, რომ პირველივე წუთიდან ჩვენი საკონსულო სამსახური ადგილზე ჩართული იყო და ყველა საჭირო პროცედურაში მონაწილებს, რათა გადმოსვენება დროულად მოხერხდეს", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიას ქართველი კურსანტები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ემსხვერპლნენ. ავარია შაბათს, გამთენიისას მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი - ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ.
ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა. იგი ჰოსპიტალშია მოთავსებული.