წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი გაუსხვისებელია

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი გაუსხვისებელია

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი გაუსხვისებელია. ხადურის განცხადებას „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" აქვეყნებს.

„წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი გაუსხვისებელია, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს შეწყვეტილი ჰქონდა იმ ობიექტების პრივატიზაცია, რაზეც დავა მიმდინარეობდა. ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღესაც დევს ბიუჯეტში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ფული. თავისთავად ცხადია, იმის მიხედვით, რა თანხაზე იქნება საუბარი, დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შევთავაზებთ", -აცხადებს ნოდარ ხადური.