საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტის ამჟამინდელი მრჩეველი წუხს, რომ ბიუროკრატიული პროცედურებისა და მაღალი საბაჟო გადასახადის გამო სახლის და ავტომანქანა "ჰიუნდაის" ყიდვა ვერ შეძლო
როგორც მიხეილ სააკაშვილმა Шустер Live-ის თოქშოუში განაცხადა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა, გადაწყვიტა კიევში სახლი აეშენებინა, თუმცა სახლის ასაშენებლად ხანგრძლივი პროცედურების გამო მიწის ნაკევთის შეძენა ვერ მოახერხა.
მისივე თქმით, ასევე ვერ შეძლო ავტომანქანის ყიდვა და აღნიშნა, რომ მაღალი საბაჟო გადასახადების გამო უკრაინის დედაქალაქში "ჰიუნდაის" ფასი იგივეა, რაც საქართველოში "მაზერატის" ფასი.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 4 ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევასა და “იმედში” შეჭრაზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არკადი პატარაკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების გამო. სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს.