ადვოკატი - იური ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიებამ დანაშაულის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე გამოავლინა

ადვოკატი - იური ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიებამ დანაშაულის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე გამოავლინა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამოძიებამ დანაშაულის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე გამოავლინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, გამოვლენილია კიდევ ერთი პირი, რომლის დნმ მკვლელობის ადგილზე აღებულ დნმ-ის ნიმუშს დაემთხვა. 

"ეს პირი სავარაუდოდ, უკვე დაკითხულია გამოძიების მიერ. თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება და უნდა დადგინდენს ამ კონკრეტული პირის შემხებლობა ან უარყოფა მკვლელობასთან", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იდენტიფიცირებული პირი პოლიციელია, აღნიშნულს ადვოკატი არ ადასტურებს. 

"ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს პირი პოლიციელია. ჩემთვის ეს ცნობილი არ არის", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. 

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ერთი პირი - ყოფილი პოლიციელი გია სოსანაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ყარაფილაში, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავიდან, სადაც იური ვაზაგაშვილი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, სოსანაშვილის გარდა, სხვა პირთა დნმ-ს ნიმუშებია აღებული. გამოძიება კი, მუშაობს იდენტიფიცირებაზე.