ფილიპ ბრიდლავი - დონბასის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების ზუსტი რიცხვის განსაზღვრა შეუძლებელია

ფილიპ ბრიდლავი - დონბასის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების ზუსტი რიცხვის განსაზღვრა შეუძლებელია

შეუძლებელია დონბასის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების ზუსტი რიცხვის განსაზღვრა, - ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს ძალების სარდალმა, ფილიპ ბრიდლავმა უკრაინულ ტელეკომპანია თშN-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"უკრაინაში რუსი სამხედროების რიცხვი დრო და დრო იცვლება, რაც შესაძლოა, რუსეთის ერთგვარ გეგმას წარმოადგენს, რათა დაგვაბნიოს", - აღნიშნა ბრიდლავმა. 

მისივე თქმით, რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე იყენებდნენ ყველა სახის შეიარაღებას, მათ შორის საჰაერო სამხედრო ძალებს, არტილერიას, ვერტმფრენებს და სხვა საბრძოლო იარაღს. 

"ახლა რუსული ძალების ორჯერ ნაკლები რაოდენობაა უკრაინის ტერიტორიაზე, ვიდრე თავიდან იყო, თუმცა, ამავე დროს კვლავ შეინიშნება დონბასში რუსული ჯარების რაოდენობის ზრდა", - განაცხადა ბრიდლავმა.