გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 9 უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს. "ლიგა.ნეტის" ცნობით, ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახური იტყობინება.
"ჩვენმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხრაჯერ შენიშნეს მტრის საფრენი აპარატი", - წერია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
უკრაინის არმიის ცნობით, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, "ბოევიკები" პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავენ, უფრო მეტიც ისინი საარტილერიო ცეცხლს ხსნიან ადრეევკასა და ოპიტნოეში.
მათივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში პრორუსმა მებრძოლებმა 16-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.